გაბრიელიუს ლანდსბერგისის ვიზიტი

ლანდსბერგისი: სამხრეთ კავკასიაში თუ ჩვენ არ დავბრუნდებით, დასაბრუნებელიც აღარ იქნება

გაბრიელიუს ლანდსბერგისი

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი სამხრეთ კავკასიაში ვიზიტს აჯამებს. ლიტველი მინისტრის Facebook პოსტს სრულად გთავაზობთ.

სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს სხვადასხვა პრობლემები აქვთ, ერთი მსგავსი ფენომენით – რუსეთის გავლენა ყველგან იზრდება.

სომხეთში აზერბაიჯანისგან დასაცავად რუსი ჯარისკაცები დგანან. ისე, რომ გაუგებარია საფრთხე არსებობს თუ არა აზერბაიჯანისგან, რუსეთს დამატებითი ძალები შეჰყავს. ეს საშინელებაა და 1940-იან წლებს მაგონებს ლიტვაში. აზერბაიჯანს 44-დღიანი ომის შემდეგ საკუთარ ტერიტორიაზე "მშვიდობისმყოფელები" ჰყავს. დასავლეთი საკმარის გავლენას ვერ ახდენს, რუსეთის გავლენა მუდმივად იზრდება. 

საქართველოს გამოწვევები უფრო ნაცნობია. 2008 წლიდან რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე   ახალი ჯარისკაცები ჩნდებიან და ახალ ბაზებს აშენებენ. 

მთელ რეგიონს თუ დავაკვირდებით, ჩანს რომ რუსეთი ყველგან "კალინინგრადს" ქმნის, მკაცრად გასამხედროებულ ტერიტორიებს, რომელთა დახმარებითაც საფრთხეს შეუქმნის ამ ქვეყნებს.

სამივე ქვეყანაში თანხმდებიან, რომ აშშ-ს უკან დახევა, ევროკავშირის სიფრთხილე და რუსეთის სამხედრო პრეტენზიის ზრდა რუკის ახალი გადანაწილების საფრთხეს ქმნის. სწორედ ამიტომ, სამხრეთ კავკასიაში მეტი ევროპაა საჭირო. ჰუმანიტარული დახმარება, რეფორმებისთვის ხელის შეწყობა, არჩევნების მონიტორინგი, მედიაცია – როგრც ეს საქართველოში მოხდა. ევროპა რბილი ძალაა და სწორედ ეს სჭირდება სამხრეთ კავკასიას. ამერიკამ განაცხადა, რომ ის დაბრუნდა. ევროპა უნდა დაბრუნდეს იქ, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობამ დაიწყო 10 წლის წინ. თუ ჩვენ ვერ ვიპოვით დასაბრუნებელ გზას, შეიძლება აღარ იყოს დასაბრუნებელი ადგილიც. 

P.S. თუ სწორად ვითვლი, 35 შეხვედრა მქონდა, რამდენიმე ინტერვიუ, სამჯერ სირბილი და 5 PCR ტესტი. ახლა ყველაფერს ვალაგებ და ოდნავ ფეხზე ვერ ვდგავარ, მაგრამ თუ დამჭირდა, ხვალვე შემიძლია ჩემოდნის ჩალაგება და უკან დაბრუნება".

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი საქართველოში 27 აპრილს ჩამოვიდა. საქართველოში მისი ვიზიტი 29 აპრილს დასრულდა. იგი ასევე იმყოფებოდა სომხეთსა და აზერბაიჯანშიც. 

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მინისტრი შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, საქართველოს პრემიერმინისტრს, საქართველოს პრეზიდენტს. ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ოფიციალური ვიზიტის პირველი დღე ოპოზიციასთან შეხვედრით დაასრულა.

კომენტარები