ვაქცინაცია საქართველოში

ცერცვაძე: კომენდანტის საათი შემცირდება, თუ იქნა მასობრივი აცრები და ნიღბების 95%-იანი ტარება

2% გვყავს ჯერ აცრილი და 2% ვერანაირ შეზღუდვებს ვერ შეამცირებს, როცა 30%-ზე მაინც ავალთ, მერე ვილაპარაკოთ...

ყველანაირი შეზღუდვა ალბათ მოიხსნება, ყველაზე ბოლოს კომენდანტის საათი დარჩება და ისიც შემსუბუქდება, ანუ დაპატარავდება ინტერვალი, თუ იქნება მასობრივი ვაქცინაცია და თუ პირბადეების ხმარება იქნება 90-95%, აი, თუ იქნა 90-95% და იქნა მასობრივი ვაქცინაცია, მაინც თუ მთავრობამ არ მოხსნა შეზღუდვები, მერე შეგიძლიათ წაუყენოთ პრეტენზიები, მაგრამ ჯერ პირობები უნდა შესრულდეს, პირბადეები და ვაქცინა და მერე ვილაპარაკოთ შეზღუდვების მოხსნაზე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე კლინიკური საბჭოს სხდომის შემდეგ. კომენდანტის საათი საქართველოში ნოემბრიდან მოქმედებს.

კომენტარები