კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე ვაქცინაციაზე: შეიძლება გვაქვს კომპლექსი, რომ ვერ ვაკეთებთ, აქვს ტემპი, რასაც ველოდით

მე ვთვლი, რომ ჩვენ, გამომდინარე იქიდან, რომ შეიძლება გვქონდეს რაღაც კომპლექსი, რომ რაღაცას ვერ ვაკეთებთ, არ უნდა გვეგონოს, რომ ამას ვერ ვაკეთებთ. ვაქცინაციას აქვს ის ტემპი, რა მოლოდინიც ჩვენ გვქონდა. მოსახლეობას სჭირდება დრო იმისთვის, რომ კარგად გაიაზროს ვაქცინის უსაფრთხოება. არამხოლოდ ქართულ მედიაში, არამედ უცხოურ მედიაშიც არის არაერთგვაროვანი განცხადებები ვაქცინის სანდოობასა და მის ზიანთან დაკავშირებით. მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოსახლეობა ძალიან მალე გაიაზრებს, თუ რამდენად დიდია ვაქცინის სარგებელი და უფრო ინტენსიურად ჩაერთვება პროცესში. კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ დაძალების, ეს არის ადამიანის არჩევანი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოსახლეობა გააკეთებს სწორ არჩევანს

ამბობს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ვაქცინაციის ტემპზე საუბრისას. 28 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ვაქცინით 41 801 ადამიანია აცრილი.

კომენტარები