კორონავირუსი და შეზღუდვები

გამყრელიძე: ბრწყინვალე შვიდეული ტყუილად არ არის შვიდი დღე, გადანაწილდეს სასაფლაოზე გასვლა

არავინ არ უშლის ადამიანებს, როგორც შარშან იყო, მთელი კვირის განმავლობაში, ოჯახიდან 1-2 ადამიანი, გავიდეთ ავანთოთ სანთელი. იქნება შეზღუდული, მაგრამ განსაკუთრებული მონიტორინგი იქნება სწორედ იმ არასასიამოვნო ტრადიციებზე, რაც გვაქვს. ეს გახლავთ ინფექციის გავრცელების მომატებული რისკფაქტორი. 

სოფელში სასაფლაოზე ადამიანი რომ გავა, იმას არავინ არ აუკრძალავს გასვლას, მაგრამ სოფლის რწმუნებული მიმართავს და სთხოვს, რომ იქ არ იყოს სუფრა და დიდი შეკრებები. ძირითადად ეს საკითხი უფრო მტკივნეულია თბილისის და დიდი ქალაქების სასაფლაოებზე, სადაც პოლიცია შესაბამის წესრიგს დაიცვას, რომ ამ დიდი შეკრებების პრევენცია იყოს. 

თავი შევიკავოთ ორშაბათ-სამშაბათს, ამ ორ დღეს, იმიტომ, რომ ბრწყინვალე შვიდეული ტყუილად არ არის შვიდი დღე. ყველა ვცდილობდით, სასაფლაოებზე გავსულიყავით ორშაბათ-სამშაბათს, ხომ შეიძლება ეს გადანაწილდეს

თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ფორმულას ეთერში. მთავრობის გადაწყვეტილებით, სააღდგომო დღეებში სასაფლაოებთან მისასვლელი გზები ჩაიკეტება.

კომენტარები