კორონავირუსი და შეზღუდვები

სააღდგომო დღეებში სასაფლაოებთან მისასვლელი გზები ჩაიკეტება

სასაფლაო

უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, აღდგომის სადღესასწაულო დღეებში სასაფლაოებზე გასვლა შეიზღუდება და სასაფლაოებზე მისასვლელი გზები ჩაიკეტება.

"სადღესასწაულო დღეებში სასაფლაოზე სიარული შეიზღუდება, ჩაიკეტება სასაფლაოებთან მისასვლელი გზები". – აცხადებს მთავრობა.

ამასთან ერთად, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 3-დან 12 მაისის ჩათლით მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ქვეყანაში მობილობის შემცირების მიზნით, 4-11 მაისი უქმე დღეებადაა გამოცხადებული.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობა აღდგომის ღამეს გადაადგილების შეზღუდვას გამონაკლისის სახით, რამდენიმე საათით გვიან დაიწყებს. კერძოდ, კომენდანტის საათი 1 მაისის 23:00-დან 2 მაისის 04:00-მდე იმოქმედებს.

კომენტარები