ჭყონდიდის ეპარქია

მიტროპოლიტი ნიკოლოზი ჭყონდიდზე: რა საქციელია, რა მანერებია, რა ზრდილობაა, არ ვიცი

რაც ჭყონდიდის ეპარქიაში ხდება, ეს არის სირცხვილი, სამარცხვინო საქციელია. როგორ იქცევიან ადამიანები, რომლებიც თავიანთ თავს მორწმუნეებს უწოდებენ. ეს რა საქციელია, რა მანერებია, რა ზრდილობაა, რა ქრისტიანობაა მე არ ვიცი. ვინ სად წაიკითხა ასეთი რამე? მე მინდა, დაგარწმუნოთ ყველანი, რომ აუცილებლად დალაგდება ეგ ყველაფერი, აუცილებლად მოწესრიგდება...

ამბობს ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე მოვლენებზე. 25 აპრილს, სალხინოს ტაძარში რამდენიმე დაპირისპირება მოხდა. მოქალაქეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. მიტროპოლიტი სტეფანეს მხარდამჭერებმა დიაკონ ანანიას სცემეს. ადგილზე ჩავიდა ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი.

კომენტარები