რა ჰქვია მეუფე სტეფანეს მომხრეები, ვინ ხართ ჩემი მომხრე? ჩემი მომხრეები ხართ? არავინ მინდა, არც ერთი მომხრე არ მჭირდება. არავინ დამენახოს ჩემი მომხრე. აქ მოვიდეს ის, ვისაც უნდა, უფლის წინაშე რომ დაიმკვიდროს სასუფეველი ცათა. ვისაც უნდა აღსარება, ზიარება, ვისაც უნდა უფალთან დამკვიდრება, ის ხალხი მოვიდეს, სულ არ მინდა არც ერთი ადამიანი, ჩემი მომხრე არ მჭირდება. მე პოლიტიკურ პარტიას არ ვქმნი და არც არავის მოვუწოდებ პოლიტიკური ბრძოლისკენ. დააკვირდით ჩემს ნებისმიერ აქტივობას, რას ვაკეთებდი - ლოცვაზე, წირვაზე მივდივარ და ვიღაცები მეჩხუბებიან. ის შუშის თვალებიც ხომ ხედავენ ამას. სადაც მივედი, მივედი იმისთვის, რომ წირვა-ლოცვა ჩამეტარებინა. შემდეგ შუშის თვალები შუშის ეკრანებზე უჩვენებენ, რომ თითქოს დაპირისპირება მოხდა მღვდლებს შორის და ა.შ. ვერ გავიგე, რატომ არ არის ობიექტური ინფორმაცია. თუ შუშის თვალები ხართ, გასაგებია, მაგრამ, თუ ადამიანური ხედვა გაგაჩნიათ, მაშინ მიეცით ხალხს გასაგები ინფორმაცია. არცერთხელ არ მივსულვარ არც საჩხუბრად.
tbl.ge/5ivi
დაკოპირდა

თქვა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ სალხინოს ეკლესიაში ქადაგებისას, სადაც იმავე დროს ტაძრის ეზოში რამდენიმე დაპირისპირება მოხდა. მოქალაქეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. მიტროპოლიტი სტეფანეს მხარდამჭერებმა დიაკონ ანანიას სცემეს. ადგილზე ჩავიდა ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი.
ამავე თემაზე
- მეუფე სტეფანეს ტაძარში შესვლის დროს "30 ვერცხლი" ესროლეს
- მარტვილში განკვეთილი სასულიერო პირები და მათი მრევლი მეუფე სტეფანეს შეძახილებით დახვდნენ
- არქიმანდრიტი: ომბუდსმენმა მოგვხედოს, რამეთუ დარღვეულია ადამიანის უფლებები
- დაპირისპირება სალხინოს მონასტერთან, სავარუდოდ, დაკავებულია რამდენიმე ადამიანი
- მეუფე სტეფანე სალხინოს მონასტერზე: ღმერთმა მოგვცა ძალა ავაზაკებისგან გათავისუფლებულიყო