კორონავირუსი და შეზღუდვები

გამყრელიძე: დამატებით შეზღუდვებზე აღარ არის საუბარი ამ ეტაპზე, ამ სიტუაციაში

შეზღუდვებზე ბევრჯერ იყო მსჯელობა და რადგან ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა [მძიმეა] და, ზოგადად, პანდემიამ დიდი ეკონომიკური ზარალი მოიტანა, მსოფლიოს მასშტაბით არის 12-15 ტრილიონი ეკონომიკური დანაკარგი, გაჩერებულია ბევრგან ეკონომიკა, ამიტომ, გასაგები, მდიდარი ქვეყნები, ვისაც აქვთ, უძლებენ [ჩაკეტვას], ჩვენთან რთულია, ამიტომ დანის პირზე მივდივართ, არც ეკონომიკა არ უნდა ჩავკეტოთ სრულად, როგორც შარშან და ამით გაზაფხულზე კარგად ვმართეთ ყველაფერი და, მეორე მხრივ, ვაქცინაცია უნდა გავააქტიუროთ.

ამიტომ დამატებით შეზღუდვებზე აღარ არის ახლა საუბარი, ამ ეტაპზე, დღევანდელი სიტუაციის დროს. მთავარია, აღსრულება იმისი, რა შეზღუდვებიც არის, იყოს მაქსიმალური და ჩვენი თვითშეგნება - არ გვინდა რა, ორასკაციანი ქორწილები და დანარჩენი კიდევ სუფრები, იქიდან იწყება ძალიან ბევრი რამე. თავი შევიკავოთ კიდევ გარკვეული პერიოდი ასეთი თავშეყრებისგან, ეს არის დიდი თხოვნა ყველასთვის.

ასე რომ, ამ ეტაპზე არ განიხილება [დამატებითი შეზღუდვები], დღეს რაც გვაქვს - 1 000, 1 200, 1 500 შემთხვევა, ამას მართავს ჯანდაცვის სექტორი, არ გვინდა, რომ ავიდეთ 2-3-4 000-ზე, გახსოვთ, ნოემბერში გვქონდა 5 000 და მეტი შემთხვევა. ეს აღარ გვინდა, რომ გავიაროთ, ამიტომ, ყველას გთხოვთ, რომ დავიცვათ ეს რეკომენდაციები.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე რუსთავში, ჟურნალისტების კითხვაზე პასუხისას.

კომენტარები