ელექტრომომარაგების შეზღუდვა

თბილისის 50-ზე მეტი ქუჩა, რომელსაც 22 აპრილს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 22 აპრილს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად "სხვადასხვა სამუშაოს" ასახელებს. 

ნაძალადევის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, სანზონის დასახლების, ლიახვის, ჩარგლის, აბესალომ ვეკუას, ნიკოლოზ შენგელიას და ჟინვალის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ტაბახმელას, სოფელი წავკისის, სოფელი შინდისის, რუსთაველის გამზირის, კოსტავას, მელიქიშვილის, გრიბოედოვის, ალექსანდრე ჭავჭავაძის და ლაღიძის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქვემო ალექსეევკის დასახლების, ნავთლუღი-2 დასახლების, ვარკეთილის III მასივის ზემო პლატოს, ლოჭინის ხევის, გუმათჰესის, ჭიჭინაძის, წურწუმიას, გურჯიევის, გურგენიძის, თურაშაულის, აფხაზის, ქვილითაიას და ოდიშელიძის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის V კვარტალის, აღმაშენებლის ხეივნის და მიქელაძის ქუჩის მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩუბინაშვილის, ნინოშვილის, კონსტიტუციის და გოგი დოლიძის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის, პეტრიწის, მეფე მირიანის, სტრაბონის, ვეფხისტყაოსნის, კრისტიან სტივენის, არქანჯელო ლამბერტის, რაფიელ დანიბეგაშვილის, ჰუგო ჰუმბერტის, ბარონ დე ბაის, ქრისტეფორო კასტელის, მაქს ტილკეს, ოსკარ შმერლინგის, ფრედერიკ მონპერსეს და ჰაინრიხ კლაპროთის ქუჩების მოსახლეობას.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება". - აცხადებს თელასი.

კომენტარები