ტურიზმი

Myway Airlines-ი თბილისიდან თელ ავივის და ერევნის მიმართულებით იფრენს

ავიაკომპანია Myway Airlines თელ ავივისა და ერევნის მიმართულებით რეგულარულ რეისებს შეასრულებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ კომპანიას ოპერირების ნებართვა 20 აპრილს მისცა.

ფრენები შემდეგი განრიგით შესრულდება:

  • თბილისი - თელ ავივი - თბილისი, 2 ივნისიდან 28 ოქტომბრამდე, ყოველ ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს და კვირას;
  • თბილისი - ერევანი - თბილისი, 15 მაისიდან 30 ოქტომბრამდე, ყოველდღიურად.

"გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით.

მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს". – აცხადებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.

კომენტარები