კორონავირუსი და შეზღუდვები

ტიკარაძე: ხვალ, 21 აპრილს, კოვიდ საბჭოზე განვიხილავთ დამატებით რეგულაციებს

ეპიდვითარება საკმაოდ რთულდება, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ჯანდაცვის სამინისტროს შრომითი ინსპექციის მხრიდან გამკაცრებულია ღონისძიებები და ინტენსიური მონიტორინგი, ასევე გამკაცრდა დაჯარიმებები, მნიშვნელოვანია მსგავსი მიდგომა შენარჩუნდეს ჩვენი მხრიდან [...]

უკვე აქტიური შემთხვევების რაოდენობა 10 ათასს აღემატება, რაც ზრდის ზეწოლას ჯანდაცვის სექტორზე. მნიშვნელოვანია ვიმსჯელოთ ამაზე. ხვალ პრემიერის მეთაურობით მოწვეულია კოვიდ საბჭო, სადაც ჩვენ განვიხილავთ იმ დამატებით რეგულაციებს, რომლებიც იქნება ეფექტური და რომლის გამოყენებაც განხორციელდება...

ამბობს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე. ქვეყანაში გასულ დღე-ღამეში ინფიცირების 1 792 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელია  5,79%, ბოლო 14 დღის - 3,24%, ბოლო 7 დღის - 3,92%.

კომენტარები