კორონავირუსი საქართველოში

COVID 19-ით კიდევ 10 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 1 792 შემთხვევა, დღიური დადებითობა 5,79%-ია

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 10 ადამიანი გარდაიცვალა. ჩატარდა 30 940 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 1 792 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 663 პაციენტი. 

დადებითობის დღიური მაჩვენებელია  5,79%, ბოლო 14 დღის - 3,24%, ბოლო 7 დღის - 3,92%.

ინფიცირების 1 792 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 030 შემთხვევა, აჭარა - 164, იმერეთი - 96, ქვემო ქართლი - 75, შიდა ქართლი - 85, გურია - 55, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 163, კახეთი - 63, მცხეთა-მთიანეთი - 33, სამცხე-ჯავახეთი - 23, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 506, მძიმე პაციენტია 581 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 89 პირი.

20 აპრილის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 297 728 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 282 237 გამოჯანმრთელდა, 3 959 კი გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, თუ ინფიცირების შემთხვევების ზრდა გაგრძელდება, "მოგვიწევს, დავუბრუნდეთ შეზღუდვების მენიუს, რაც გამოვიარეთ". თამარ გაბუნიამ არ გამორიცხა, რომ ტრანსპორტის მოძრაობა "ლოკალურად შეიზღუდოს".  4-11 მაისი უკვე გამოცხადდა უქმე დღეებად.  


21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი კვლავ მოქმედებს.

კომენტარები