საგარეო ვაჭრობა

I კვარტალში დსთ-ის ქვეყნების წილი ექსპორტში 44.7% იყო, ევროკავშირის - 19.1%

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წლის მარტში ექსპორტი 30.6%-ით გაიზარდა და $325 921 მლნ შეადგინა, ხოლო იმპორტი $768 358 მლნ იყო, რაც 17.8%-ით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

საქსტატის თანახმად, 2021 წლის I კვარტალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ $2 773.5 მლნ შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 0.3%-ით ნაკლებია.

იანვარ-მარტში ექსპორტი 5.3%-ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და $821.1 მლნ შეადგინა, ხოლო იმპორტი 2.4%-ით შემცირდა და $1 952.4 მლნ შეადგინა. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წლის იანვარ-მარტში $1 131.4 მლნ და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.8% შეადგინა.

მიმდინარე წლის იანვარ-მარტში დსთ-ის ქვეყნების წილი საქართველოს  ექსპორტში 44.7%-ია, ხოლო ევროკავშირის ქვეყნების წილი 19.1%.

წყარო: საქსტატი

იმპორტში კი დსთ-ის ქვეყნებს 31.2% აქვთ, ევროკავშირის ქვეყნებს - 22.6%.

წყარო: საქსტატი

2021 წლის იანვარ-მარტში 10 უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 76.7% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (109.8 მლნ აშშ დოლარი), რუსეთი (109.5 მლნ აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (104.6 მლნ აშშ დოლარი).

10 უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში კი 71.5% შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (343.3 მლნ აშშ დოლარი), რუსეთი (220.4 მლნ აშშ დოლარი) და ჩინეთი (182.8 მლნ აშშ დოლარი).

 

კომენტარები