ელექტრომომარაგების შეზღუდვა

თბილისის 50-ზე მეტ ქუჩას 19 აპრილს ელექტრომომარაგება შეუწყდება

დღეს, 19 აპრილს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად "სხვადასხვა სამუშაოს" ასახელებს. შეზღუდვა დედაქალაქის 50-ზე მეტ ქუჩას შეეხება.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის, ყაზბეგის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას VII კვარტლის, ქავთარაძის, მარიჯანის, გაბაშვილის, სანდრო ეულის და ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩების მოსახლეობას.

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ავთანდილის და ვეფხისტყაოსნის ქუჩების მოსახლეობას.

10:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას II, VII კვარტლების, ჯურხა ნადირაძის, პეტრე ქავთარაძის, მარიჯანის და თავხელიძის ქუჩების მოსახლეობას.

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეფე მირიანის, გოთას, შარტავას და ქვემო ვეძისის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ილია ჭავჭავაძის გამზირის მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, ხვინგიას, ცისარტყელას, ტრანსპორტის, კარალეთის, თორნიკე ერისთავის, მექანიზაციის, ნინუას, ბეჟანიშვილის, ჭყონდიდელის,ზესტაფონის, ფეიქართა და ქსნის ქუჩების მოსახლეობას.

10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, თემქის დასახლების X კვარტლის, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის, ჩარგლის, გუდამაყრის, თიანეთის და ბუაჩიძის ქუჩების მოსახლეობას.

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის, ანაპის 414-ე დივიზიის და ურეკის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება მეტრო დიდუბის მიმდებარე ტერიტორიის და წერეთლის გამზირის მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოლომონ ქურდიანის და ცოტნე დადიანის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გრიშაშვილის ქუჩის მოსახლეობას.

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის და სადგურის ქუჩის მოსახლეობას.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები