ოჯახში ძალადობა

R2: არასრულწლოვნის თანდასწრებით ზანგურის სავარაუდო გარყვნილი ქმედება გადავიღეთ, შსს სწავლობს

ბესო ზანგური

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ცნობით, კურიერმა მსახიობ ნინუცა მაყაშვილზე რეპორტაჟის მომზადებისას შემთხვევით ბესო ზანგურის მხრიდან არასრულწლოვნის თანდასწრებით სავარაუდო გარყვნილი ქმედება გადაიღო. ტელეკომპანიამ ვიდეო არ გაასაჯაროვა. რ2-ში ამბობენ, რომ მასალა შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.

მსახიობმა და ტელეწამყვანმა, ნინუცა მაყაშვილმა ყოფილი ქმარი, რუსთაველის თეატრის მსახიობი, ბესო ზანგური, რუსთავი 2-ის ეთერში არაერთგზის ცემაში დაადანაშაულა, მათ შორის, ორსულობისას. მან გადაცემა ფარულ კონვერტში თქვა, რომ ზანგურს 11 წლის წინ სწორედ ძალადობის გამო დაშორდა.

ნინუცა მაყაშვილი და ბესო ზანგური ერთად 2 წელს ცხოვრობდნენ, მათ ერთი შვილი ჰყავთ. მსახიობის თქმით, ის ყოფილი ქმრისთვის ჩივილს არ აპირებს, რადგან მისი მიზანი არა ზანგურის დასჯა, არამედ სხვა ქალების ძალადობისგან დაცვა და მათთვის მაგალითის მიცემა იყო.

ძალადობაში ბრალდებული მსახიობი, ბესო ზანგური, დროებით ყველა როლიდან მოხსნეს. ამის შესახებ 16 აპრილს გამოცემულ ოფიციალურ ბრძანებაში წერია, რომელსაც ხელს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რობერტ სტურუა აწერს. 

კომენტარები