კორონავირუსი და შეზღუდვები

გაბუნია: თუ შემთხვევები დრამატულად გაიზარდა, მოგვიწევს შეზღუდვებზე დამატებით მსჯელობა

დღეს ჩვენ რაზეც ვფიქრობთ, ესაა აქტიური ტესტირების რეჟიმში პრევენციული ღონისძიებების კიდევ უფრო მეტად გამკაცრება და გაფართოება, რათა შევძლოთ ის, რომ შეზღუდვებს არ დავუბრუნდეთ. დღეს განიხილება აქტიური ტესტირების პროგრამების გაფართოება მაღალი რისკის ჯგუფებში, ესაა დღეს ჩვენი ფოკუსი.

თუმცა, რა თქმა უნდა, თუ გაიზრდება შემთხვევების რაოდენობა დრამატულად, მერე მოგვიწევს გარკვეული შეზღუდვების თემაზე ისევ დამატებით მსჯელობა. დღევანდელი მდგომარეობით, ტოტალურ ლოკდაუნზე და გაფართოებულ შეზღუდვებზე საუბარი ნამდვილად არაა. დღეს ჩვენთვის მთავარი აქცენტია, რომ თავიდან ავიცილოთ ლოკდაუნამდე მიმავალი გართულებები, რომ არ მოხდეს ამის აუცილებლობა.

ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია. ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 077 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 3.4%.

კომენტარები