ავლაბარი

ვოლსკი: მსოფლიოს ზოგჯერ ახასიათებს დანაშაულები, როგორიცაა ბანკში შეჭრა და მძევლების აყვანა

იქნებ შეკითხვა მაინც დასვათ! ყველანაირი სტატისტიკით მძიმე დანაშაულები ორჯერ, თუ მეტჯერ არის შემცირებული. გაზრდილია დანაშაულებების რაოდენობა, რომელთაც საერთოდ ყურადღება არ ექცეოდა და მათ შორის იყო ოჯახური ძალადობის თემა, კიბერდანაშაულზე ხომ არაფერს ვამბობ. სამწუხაროა, მაგრამ არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიოს ახასიათებს ხანდახან ასეთი დანაშაულები, როგორიც არის ბანკში შევარდნა და მძევლების აყვანა. საქართველოში სოციალური პრობლემები რომ არსებობს ეს არ გამოდგება ამის ინდიკატორად.

ქართული ოცნების დეპუტატმა გიორგი ვოლსკიმ ავლაბარში საქართველოს ბანკის ფილიალში შეიარაღებული თავდასხმის შესახებ კომენტარი გააკეთა.

ავლაბარში საქართველოს ბანკის ფილიალში შეიარაღებული თავდამსხმელი დღეს, 16 აპრილს, დაახლოებით, 12:00 საათზე შეიჭრა და მძევლები აიყვანა.

საპატრულო პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის ინფორმაციით, ავლაბარში, საქართველოს ბანკში შეჭრილი თავდამსხმელი დაკავებულია. მისივე თქმით, მძევლები გაათავისუფლეს. 

კომენტარები