ავლაბარი

პოლიციამ საქართველოს ბანკის შენობიდან რამდენიმე ადამიანი გამოიყვანა

მეტრო ავლაბრის მიმდებარედ, საქართველოს ბანკის შენობიდან, სადაც, სავარაუდოდ, შეიარაღებული პირია შეიჭრილი, პოლიციამ რამდენიმე ადამიანი გამოიყვანა. უცნობია, ისინი მძევლად აყვანილი პირები იყვნენ თუ არა. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

თბილისში, მეტრო ავლაბართან მდებარე საქართველოს ბანკში შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული და ბანკის ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული. მეტრო ავლაბარმა მგზავრების მიღება შეწყვიტა და დროებით დაიკეტა.

ტაბულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, ამ დროისთვის უწყებაში კითხვებს არ პასუხობენ და ამბობენ, რომ ჯერჯერობით ინფორმაციას ვერ გაავრცელებენ.

კომენტარები