ავლაბარი

ავლაბარში საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა

რუსთავი 2

ავლაბარში, არმაზის შესახვევში, საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა. ჩამონგრევისას არავინ დაშავებულა. გამგეობის წარმომადგენლის თქმით, სახლი ავარიულია, თუმცა ისტორიული სტატუსიდან გამომდინარე, მისი გამაგრება გამგეობას არ შეუძლია. მისივე თქმით,ორი ოჯახი უკვე გადაყვანილია ქირით. 

"ეს არის ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლი და გამგეობის პრეროგატივა არ არის და თან, იმხელა თანხა ჯდება, რომ გამგეობას არ აქვს მისი გამაგრების შესაძლებლობა. ეს არის მე-5 კატეგორიის ავარიული შენობა. საცხოვრებლად საშიშია. მოსახლეობას განემარტა, რომ საშიშია და ვთხოვეთ ქირით გასვლა. 2 ოჯახი გაყვანილია, მოთხოვნის შესაბამისად სხვასაც გადავიყვანთ". - ამბობს გამგეობის წარმომადგენელი. 

ამასთან ერთად, მაცხოვრებლები შენობისთვის ძეგლთა დაცვის სტატუსის მოხსნას ითხოვენ, რათა ინვესტორმა შეძლოს შემოსვლა, ან დაიწყონ მისი რეაბილიტაცია.

"ეს სახლი წითელ ზოლშია და ძეგლთა დაცვის სტატუსი აქვს მინიჭებული, ამიტომ ვთხოვთ, რომ მოგვიხსნან, რათა ინვესტორმა შეძლოს შემოსვლა. შვიდის ნახევარზე მოხდა ჩამონგრევა, უფლის მადლით, არავინ არ მოყვა. მოთხოვნაა, რომ ან ძეგლთა დაცვის სტატუსი მოუხსნან, ან რეაბილიტაცია გაუკეთონ". - ამბობს ერთ-ერთი მაცხოვრებელი. 

კომენტარები