ავლაბარი

სატრანსპორტო: პოლიციის მოთხოვნით მეტრო ავლაბარი დაიკეტა

ტაბულა

მეტრო ავლაბარმა მგაზვრების მიღება შეწყვიტა და დროებით დაიკეტა. ინფორმაცია ტაბულას თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დაუდასტურეს.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, თბილისში, მეტრო ავლაბართან მდებარე ერთ-ერთ ბანკში შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა.   

კადრებში ჩანს, რომ ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული და ბანკის ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.

ტაბულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. ამ დროისთვის უწყებაში კითხვებს არ პასუხობენ და ამბობენ, რომ ჯერჯერობით ინფორმაციას ვერ გაავრცელებენ.

მასალა განახლებადია.

კომენტარები