ოჯახში ძალადობა

ილო ბეროშვილი: მე მჯერა ნინუცა მაყაშვილის, 11-წლიან დუმილზე საუბარი პარანოიაა საერთოდ

მე მჯერა ნინუცა მაყაშვილის. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ რასაც ის ამბობს, სიმართლეა. არ ვიცნობ იმ ბიჭს [ბესო ზანგურს]. მე მაქვს უფლება, რომ რაღაცაში დარწმუნებული ვიყო. ჩემი აზრით, ეს ასე მოხდა. არ მიკვირს ხალხისგან ასეთი არაადეკვატური რეაქციები, იმიტომ, რომ ბევრჯერ მომხდარა ბოლო 10-15 წლის განმავლობაში, ხშირად გამიგონია ასე უბრალოდ მეზობლებში ლაპარაკი, ვთქვათ, ბიჭებში საუბარი და ა.შ. რომ აი, ეს თითქოს ოჯახური ამბებია...

[...] არ ვიცი აქ ნეპოტიზმი გვაქვს სახეზე, თუ ზოგადად, ასე უყურებს ფილოსოფიურად რობერტ სტურუა, თუ ამ შემთხვევაში აქვს რაღაც გაჭედილი, არ ვიცი ეგ, მაგრამ ამ მაგალითსა და არგუმენტსაც ვერ მივიღებ, რომ 1937 წელთან ამ ყველაფრის მოტანა... მოღალატე კაცებიც არიან, მოღალატე ქალებიც არიან, ოჯახი კაცის მიზეზითაც დანგრეულა, ოჯახი ქალის მიზეზითაც დანგრეულა, ამ ყველაფრის ძიება რა შუაშია, არ ვიცი. ემიჯნებიან, ერთი მხრივ, ძალადობას და, მეორე მხრივ, როდესაც არის კონკრეტული ძალადობა, იქ ამტკიცებენ საპირისპიროს. მე ვერავის მოვთხოვ, რომ ვინმესი დაიჯეროს, მაგრამ ჩემთვის, ისედაც მჯეროდა ნინუცასი, მაგრამ შემდგომმა კომენტარებმა კიდევ უფრო დამარწმუნა და მეტიც, კიდევ უფრო მეტად აღმაშფოთა, რომ ვერანაირი სინათლის სხივი ამ ადამიანებში ვერ დავინახე, რომ რაიმე სახის დაშვება მაინც გაეკეთებინათ, რომ "თუ ასე მოხდა, რა ცუდია", ან ვთქვათ, "მოდი, ერთად გამოვიკვლიოთ, გავიგოთ, რა ხდება". ასეთი რამ მე არ გამიგია, მხოლოდ ის იყო, რომ აი, დიდ მაესტროს არ იცოდნენ საიდან მისდგომოდნენ და, აი, მაინც გამონახეს გზა. "10 წელი გავიდა, 11, ახლა რატომ დაიწყეს?" – ეს ხომ საერთოდ პარანოიაა. ე.ი. რა უნდა მოხდეს მაშინ, მაინტერესებს, რაზეც შეიძლება, ეს დაშვება გააკეთო...

მსახიობმა და ტელეწამყვანმა, ილო ბეროშვილმა ამის შესახებ TV პირველის ეთერში ისაუბრა. მსახიობმა და ტელეწამყვანმა, ნინუცა მაყაშვილმა ყოფილი ქმარი, მსახიობი, ბესო ზანგური ძალადობაში დაადანაშაულა. რუსთაველის თეატრის ხელმძღვანელი, რობერტ სტურუა ბესო ზანგურს გამოექომაგა და დაწერა, რომ ქალებმა 1937 წელს რეპრესიები დაიწყეს.

კომენტარები