ოჯახში ძალადობა

ანა სანაია: ბევრ მსახიობს ეშინია, ნინუცას სოლიდარობა გამოუცხადოს და თეატრიდან არ გამოუშვან

თეატრალურ საზოგადოებას დღეს მართლა ეშინია ნინუცას გამოუცხადოს სოლიდარობა. მე ვარ მსახიობი და ვიცი, რომ ბევრია ისეთი, ვისთვისაც თეატრი ოჯახთან არის გათანაბრებული. ყველაზე დიდი ტკივილია მათთვის ის, რომ იქ შეიძლება რაღაც კონფლიქტი მოუვიდეთ და იქიდან გამოუშვან. 

უბრალოდ ეშინიათ, რომ იქ რამე კონფლიქტი არ მოუვიდეთ  და თეატრი დაატოვებინონ. მართლა ამის ეშინიათ, განა არ უნდათ ნინუცას მხარდაჭერა, მაგის მჯერა...

ამბობს მსახიობი ანა სანაია Rustavi 2-ის ეთერში. 

მსახიობი და ტელეწამყვანი ნინუცა მაყაშვილი ყოფილ ქმარს, რუსთაველის თეატრის მსახიობ ბესო ზანგურს ადანაშაულებს არაერთგზის ცემაში, მათ შორის, ორსულობისას. მან რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა ფარულ კონვერტში თქვა, რომ ზანგურს 11 წლის წინ სწორედ ძალადობის გამო დაშორდა.

კომენტარები