პოლიტიკური კრიზისი

პაპუაშვილი აშშ-ზე: ჩვენი პოზიციები უცვლელია, რიგგარეშე არჩევნები წითელი ხაზია

[დანიელსონის] დოკუმენტში ჩვენი მხრიდან კომპრომისები იყო. ჩვენი პოზიცია უცვლელია, მზად ვართ, კომპრომისებისთვის. ვაცხადებთ, რომ კრისტიან დანიელსონის დოკუმენტი იყო კარგი, განსხვავებით ჩვენი ოპონენტებისგან, რომლებიც ამ დოკუმენტს და ევროკავშირის ძალისხმევას "კოჭლს" და "ფარატინა ქაღალდს" უწოდებენ. დანიელსონის დოკუმენტში იყო შეთავაზება, რომ 20 ივნისზე ამნისტია გამოცხადებულიყო, რომელზეც თანხმობას ვაცხადებდით. ამიტომ, ეს კონკრეტული დოკუმენტი იყო. ეს კომპრომისი ძალაში რჩება. დანიელსონის დოკუმენტი ჩვენთვის კვლავ მისაღებია. რიგგარეშე არჩევნები წითელი ხაზია არა იმიტომ, რომ ის არის რაღაც მიუღებელი ინსტრუმენტი, არამედ იმიტომ, რომ ეს მიდგომა ეწინააღმდეგება სიმართლეს.

ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი შალვა პაპუაშვილი ამის შესახებ საზოგადოებრივ მაუწყებელს ესაუბრა. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა, გუშინ, 14 აპრილს განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოში მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ კომპრომისის მისაღწევად უნდა იმუშაონ, თუმცა მმართველ პარტიას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება კომპრომისის მიღწევაში...

კომენტარები