ოჯახში ძალადობა

რა იყო, ქალო, ფულიანი ქმარი გყავს, ხმას რომ იღებ? – ინაშვილი საუბრობს რობერტ სტურუაზე

ინაშვილი

რუსთაველის თეატრის მსახიობმა თამთა ინაშვილმა კურიერთან საუბრისას თქვა, რომ სამხატვრო ხელმძღვანელი, რობერტ სტურუა ქალებზე ხშირად საუბრობს შეურაცხმყოფელი ტონით.

"რობერტ სტურუა [მიიჩნევს] რატომღაც,  ქალი არის საძულველი და მითუმეტეს, ქართველი ქალი, სულ ხუმრობით, წაკბენით, ყოველთვის ისმის...  

რა იყო, ქალო, ფულიანი ქმარი გყავს, ხმას რომ იღებ? ახლა იყავი გმირი ქალი და წადი თეატრიდან - ეს დამოკიდებულებაა".  - ამბობს თამთა ინაშვილი.

მსახიობი და ტელეწამყვანი ნინუცა მაყაშვილი ყოფილ ქმარს, რუსთაველის თეატრის მსახიობ ბესო ზანგურს არაერთგზის ცემაში ადანაშაულებს, მათ შორის, ორსულობისას. მან რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა ფარულ კონვერტში თქვა, რომ ზანგურს 11 წლის წინ სწორედ ძალადობის გამო დაშორდა.

რუსთაველის თეატრმა ინტერვიუდან მეორე დღეს Facebook-ზე დაწერა, რომ "თეატრი გმობს ყოველგვარ ძალადობას, მათ შორის ოჯახურ ძალადობას". თუმცა, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი რობერტ სტურუა ბესო ზანგურს გამოექომაგა და დაწერა, რომ "ქალებმა 1937 წელი და რეპრესიები დაიწყეს".

კომენტარები