ქართული ოცნება

წილოსანი: ოცნების რესურსით მოსული დეპუტატები ალბათ უნდა გავიდნენ საპარლამენტო ცხოვრებიდან

გუშინ, ჩვენმა ყოფილმა თანაგუნდელებმა თქვეს, რომ ახალ პოლიტიკურ ცხოვრებას იწყებენ. თავისუფალი პოლიტიკური კარიერის დაწყება ყველას ინდივიდუალური არჩევანია, თუმცა ვთვლი, რომ დეპუტატები, რომლებიც ქართული ოცნების რესურსითა და რეპუტაციით მოვიდნენ პარლამენტში და ხალხმა მათ ქართული ოცნების სახით დაუჭირა მხარი, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად, ალბათ, უნდა გავიდნენ საპარლამენტო ცხოვრებიდან, შემადგენლობიდან და თავიდან სცადონ, იყარონ კენჭი. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მოვიქცეოდი.

ასეთივე რეაქცია მქონდა წინა წლებში ჩვენი გუნდიდან გასულ ადამიანებთან მიმართებაში და ვთვლი, რომ თითოეულ შემთხვევაში ჩვენი არჩევა განაპირობა დიდწილად იმან, რომ ჩვენ წარმოვადგენდით ქართულ ოცნებას. არ უარვყოფ, რომ თითოეულ პოლიტიკოსს ჩვენი ინდივიდუალური რეიტინგი გვაქვს, თუმცა თურმე, მათ უთქვამთ, რომ ხუთი პროცენტით მეტი აიღეს პარტიულ რეიტინგთან შედარებით და მარტივი არითმეტიკა შეიძლება მოვიხმაროთ, იგივე ეს ხუთი  პროცენტი შეიძლება იყოს მხოლოდ მათი ინდივიდუალური რეიტინგი. ამაზე ასე ზეპირად ვერ ვიმსჯელებთ. ამ ყველაფერს განსაზღვრავს არჩევნები და ამომრჩეველი, ამიტომ ნამდვილად ვურჩევდი მათ, სცადონ ბედი დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრების რეჟიმში, ქართული ოცნების გარეშე. ჩვენ მათემატიკურ თვლებს ვაწარმოებთ მხოლოდ არჩევნების შედეგებით...

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, ნინო წილოსანი პარტიიდან ექვსი დეპუტატის გიორგი გახარიას გუნდში გადასვლაზე.14 აპრილს გიორგი ხოჯევანიშვილმა, ბექა ლილუაშვილმა, ალექსანდრე მოწერელიამ, მიხეილ დაოშვილმა, ანა ბუჩუკურმა და შალვა კერესელიძემ ქართული ოცნება დატოვეს. როგორც დეპუტატები განმარტავენ, ისინი ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას გუნდის წევრები არიან და გადაწყვეტილება მასთან ერთად მიიღეს.

კომენტარები