კორონავირუსი და შეზღუდვები

ინდოეთიდან მომავალ ნებისმიერ პირს სავალდებულო 14-დღიან კარანტინში გადაიყვანენ

ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალ ნებისმიერ პირს, მოქალაქეობისა და ვაქცინაციის მიუხედავად, სავალდებულო, 14-დღიან კარანტინში გადაიყვანენ, რაც საკუთარი ხარჯებით უნდა დაფაროს.

გარდა ამისა, მგზავრმა საზღვარზე ბოლო 72  საათში  ჩატარებული  PCR  ტესტის ნეგატიური  პასუხიც უნდა წარადგინოს.

ცვლილება იზოლაციისა და კარანტინის წესში შევიდა და ის ინდოეთიდან მომავალ სტუდენტებსაც ეხება.

კომენტარები