გავრილოვის ღამე

ხოჯევანიშვილი: 20 ივნისს მართლზომიერი ძალა იქნა გამოყენებული, ეს აღიარებული ფაქტია

საკმაოდ მტკივნეული და სენსიტიური საკითხია. 20 ივნისთან დაკავშირებით ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს და უნდა აღინიშნოს, მათ შორის პასუხისმგებლობა, გარკვეულწილად ქართული ოცნების იმ დროინდელი ხელმძღვანელობის ალბათ იყო ის, რომ გავრილოვი აღმოჩნდა იქ, სადაც აღმოჩნდა. ეს იყო, რა თქმა უნდა, შეცდომა. ეს იყო ის ფაქტორი, რაზეც იმდროინდელმა ხელისუფლებამ საკმაოდ დიდი ხარკი გადაიხადა და ეს არც თუ ისე სახუმარო საკითხი იყო. ამ მოვლენას საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილის პროტესტი მოჰყვა. გულწრფელი პროტესტი და მე პრინციპში, სუბიექტურადაც ვერ ვხედავ ამ პროტესტის გამოხატვაში პრობლემას. უბრალოდ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს პროტესტი შემდგომ გადაიზარდა სახელმწიფო ინსტიტუციების შტურმით აღების პროცესში, რომელიც გამოიხატა შეტევით და გარკვეული პირები ამ პროცესებს ხელმძღვანელობდნენ. შესაბამისად, მე არ ვიცი, ვინ შეიძლება იყოს დღეს სწორად მოაზროვნე ადამიანი, რომელიც ჩათვლის, რომ სახელმწიფო ინსტიტუციების დაცვა არ შეიძლება იყოს გონივრული ნაბიჯი. 

20 ივნისს მართლზომიერი ძალა იქნა გამოყენებული, ეს აღიარებული ფაქტია, მაგრამ იქ ბუნებრივია და სამწუხაროდ, აღმოჩნდა გარკვეული გადაცდომები, რომელიც რიგ შემთხვევაში არის დამდგარი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და რამდენიმე პირთან მიმართებაში სისხლის სამართლებრივი საქმეა აღძრული. მიმდინარეობს გამოძიება...  

თქვა ქართული ოცნების ყოფილმა დეპუტატმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა ფორმულას ეთერში. მან და ხუთმა დეპუტატმა დღეს, 14 აპრილს, მმართველი პარტია დატოვეს "გახარიასთან ერთობლივი გადაწყვეტილებით".

2019 წლის 20 ივნისს მშვიდობიანი ანტისაოკუპაციო აქცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალადობრივად დაარბია. პრემიერმინისტრი გახაარია მაშინ შს მინისტრის პოსტს იკავებდა.

კომენტარები