ქართული ოცნება

თალაკვაძე: პოლიტიკაში ასეა – როცა ოპოზიცია კარგავს თავის ადგილს, ამ ადგილს იკავებს სხვა

ვფიქრობ, რომ უფრო მეტი სანერვიულო ოპოზიციას ექნება, რომელმაც უარი თქვა რომ ყოფილიყო ოპოზიცია პარლამენტში. აირჩია ქუჩა, ქუჩის პროექტი გაკოტრებულია, ვინაიდან საზოგადოება კვლევებში ამას მხარს არ უჭერს. ამიტომ, პოლიტიკაში ასე ხდება, როდესაც ოპოზიცია კარგავს თავის ადგილს, ამ ადგილს აუცილებლად იკავებს სხვა, იქნება თუ არა ეს გიორგი გახარია, ამას გვიჩვენებს შემდეგი პროცესი

ამბობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ქართული ოცნებიდან წასულ დეპუტატებზე საუბრისას. დღეს, 14 აპრილს, ქართული ოცნება 6-მა დეპუტატმა – გიორგი ხოჯევანიშვილმა, ბექა ლილუაშვილმა, ალექსანდრე მოწერელიამ, მიხეილ დაოშვილმა, ანა ბუჩუკურმა და შალვა კერესელიძემ დატოვა. როგორც დეპუტატები განმარტავენ, ისინი ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას გუნდის წევრები არიან და გადაწყვეტილება მასთან ერთად მიიღეს.

კომენტარები