კორონავირუსი და შეზღუდვები

ტიკარაძე: როცა დადებითობის მაჩვენებელი აცდება 4%-ს, უნდა დავიწყოთ ლოკდაუნზე საუბარი

ყველას კარგად ახსოვს, რომ დადებითობის მაჩვენებელთან ერთად, ჩვენ ასევე ინფექციის გავრცელების კოეფიციენტსაც ვაკვირდებით. მიდგომა კვლავ რჩება ისეთი, როგორიც გვქონდა - როდესაც დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს აცდება, ეს უკვე იქნება ნიშანი, რომ უნდა დავიწყოთ ლოკდაუნზე საუბარი, დახურვებზე საუბარი, შემდეგ გამკაცრებებზე საუბარი, ამ ეტაპისთვის, ჯერჯერობით ხდება კვლავ ეპიდსიტუაციაზე დაკვირვება.

ჩვენი მიდგომაა, მაქსიმალურად გავამკაცროთ აღსრულება და მონიტორინგი, ვინაიდან, ჩვენი სურვილია, ეფექტური მართვის პირობებში არ მოხდეს ეკონომიკის გაჩერება, ვინაიდან ვიცით, რა შედეგი შეიძლება, გამოიღოს ამან...

ეკონომიკის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე პირველი არხის ეთერში, კითხვაზე, რა შემთხვევაში დააწესებენ შეზღუდვებს. 13 აპრილის მონაცემებით, დადებითობის დღიური მაჩვენებელია 3.66%, ბოლო 14 დღის - 2.46%, ბოლო 7 დღის - 2.58%.

კომენტარები