პოლიტიკური კრიზისი

ჯაფარიძე: ვიცი, რომ მანდატებზე საკონსტიტუციოში სარჩელით კობახიძის დალაგებულ ქვეყანას ვურევ

22-23 აპრილს ჩაინიშნა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომა, რომელმაც ჩემი სარჩელი უნდა განიხილოს. უნდა გაირკვეს აქვს თუ არა საქართველოს პარლამენტს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება მონად დამაბას უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ჩემი ნების საწინააღდეგოდ საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთმა წევრმა, ქ-ნმა ევა გოცირიძემ განსხვავებული აზრი დაწერა - სარჩელი განსახილველად საერთოდ არ უნდა მიგვეღო, მონააო, ეგრე ამბობს კონსტიტუციაო ჩემთან ერთად განიხილება ელენე ხოშტარიას და თამარ კორძაიას იდენტური სარჩელებიც.
 

ვიცი, რომ უპასუხისმგებლოდ ვიქცევი, ამ სარჩელით კობახიძის დალაგებულ ქვეყანას ვურევ და კრიზისის გაღრმავებას ვუწყობ ხელს, მაგრამ, როგორც იტყვიან, ჩონგური საქართველოა

ამის შესახებ გირჩის ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ Facebook-ზე დაწერა. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, რომლებმაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარი თქვეს, ერთხელ უკვე მიმართეს პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნით. 2 თებერვალს პარლამენტმა ოპოზიციის 51 დეპუტატს უფლებამოსილება არ შეუწყვიტა.




 

კომენტარები