ნიკა მელიას საქმე

სააკაშვილი: მელია სულ მალე ივახშმებს გარეთ, მისი ჩამსმელები სად იქნებიან, მალე შეიტყობთ

ნიკა მელია სულ მალე ივახშმებს გარეთ თავისუფლად და მისი ჩამსმელები სად იქნებიან, მალე შეიტყობთ.

ასე ეხმაურება Facebook-ზე საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი  ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიას პატიმრობაში დატოვებას.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში სპეცრაზმი 23 თებერვალს, დილით შევიდა და ნიკა მელია დააკავა. 

25 თებერვალს პროკურატურამ მზადყოფნა გამოთქვა, მიმართოს საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე, თუკი ნიკა მელია 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული გირაოს პირობებს შეასრულებს. მელია გირაოს გადახდაზე უარს ამბობს

კომენტარები