ვაქცინაცია

გამყრელიძე: ახლა აცრის წინ D დიმერს იკვლევს ყველა, არაა საჭირო, ამას გადაწყვეტს ექიმი

იმუნიზაციის პროცესში უმრავლეს შემთხვევებში წინასწარი გამოკვლევები საჭირო არ არის. მოგეხსენებათ, როცა აცრას გადაწყვეტს ადამიანი და მიდის ამცრელ კაბინეტში, მას ეძლევა გარკვეული კითხვარი, რომელსაც ასტრაზენეკასთან დაკავშირებით, შევთანხმდით, რომ კიდევ დაემატება 4-5 კითხვა.

ამ კითხვებზე გამოცდილი ექიმი თუ ჩათვლის საჭიროდ, რომ დამატებითი კონსულტაცია ალერგოლოგთან არის საჭირო ან ჰემატოლოგთან, როცა საუბარია შესაძლო თრომბოზულ გართულებებზე, რა თქმა უნდა, ის შეაჩერებს და გადაამისამართებს დამატებითი კვლევებისთვის.

მაგრამ ადამიანმა თავისი შეხედულებით რომ წინასწარ ჩაიტაროს და ახლა ვიცით, რომ მთელი ამბავია, დე დიმერს იკვლევს ყველა, კოაგულოგრამას იკეთებს ყველა, დამერწმუნეთ, ეს არ არის საჭირო, ამას გადაწყვეტს თქვენი ოჯახის ექიმი, შეგიძლიათ, მას წინასწარ გაესაუბროთ და ის მოგცემთ რჩევას, თუ საჭიროა...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე TV ფორმულას კითხვაზე, თუ სჭირდება ადამიანს აცრამდე წინასწარი გამოკვლევები.

კომენტარები