ნამახვანჰესი

ბოკერია ნამახვანზე: სამართალდამცავების მოქმედებები იყო უკანონო, საფუძველს მოკლებული

ტაბულა

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას შეფასებით, რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეების მიმართ სამართალდამცავი ორგანოების მოქმედებები არაკონსტიტუციური იყო და ზღუდავდა მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებებს. 

"აბსოლუტურად ცალსახაა, რომ სამართალდამცავი ორგანოების მოქმედებები, განსაკუთრებით ამ ბოლო დღეებში, იყო მთლიანად უკანონო, ანტიკონსტიტუციური, ყოველგვარ გონივრულ საფუძველს მოკლებული და ზღუდავდა ჩვენი მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებებს – პოლიტიკური პროტესტის უფლებას, გადაადგილების უფლებას, შეიძლება ითქვას, სიტყვის თავისუფლებას. 

მინდა ხაზი გავუსვა, არანაირ კავშირში არ არის შინაარსის შეფასება. ევროპული საქართველოს პოზიცია არის ძალიან კრიტიკული პროტესტის იმ ნაწილთან დაკავშირებით, რომელიც აშკარად ქსენოფობიურია. ასეთი განცხადებებიც არაერთხელ მოვისმინეთ. არანაირ კავშირში არ არის ამ საკითხთან ის, თუ რა წარმოშობისაა ინვესტორი. საუბრები "ოკუპაციაზე" კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. ნებისმიერი პოლიტიკური შინაარსის გზავნილის მქონე ჩვენს მოქალაქეებს აქვთ იგივე კონსტიტუციური უფლებები, რაც ყველა დანარჩენს". – თქვა გიგა ბოკერიამ. 

11 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა რიონში მოსალოდნელი წყლის დონის განსაკუთრებული მატების მიზეზით ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქტივისტების კარვები ტერიტორიიდან გაიტანეს

რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტებს, უკვე რამდენიმე თვეა, კარვები აქვთ გაშლილი.

სოფელ ნამახვანის მიმდებარე ტერიტორიაზე 10 აპრილს გაუჩინარებული ახალგაზრდა მამაკაცის სამძებრო სამუშაოები მდინარე რიონში და მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დრომდე მიმდინარეობს.

კომენტარები