მდინარე რიონი

ნამახვანში, მდინარე რიონში გაუჩინარებული კაცის სამძებრო სამუშაოებში მყვინთავები ჩაერთნენ

სოფელ ნამახვანში, მდინარე რიონში, კაცს ეძებენ. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მობილიზებულია დამატებითი ძალები.

უწყების ცნობით, პროცესში ჩართულია განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს ჯგუფი თბილისიდან, 20 მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით. ასევე, ნამოხვანში ჩავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წყალზე რეაგირების სამმართველოს მაშველები სამეგრელოს, გურიისა და აჭარის რეგიონებიდან. საძიებო-სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობს 6 მყვინთავი.

"შემთხვევის ადგილზე მოეწყო სპეციალური საველე შტაბი, რომელსაც სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი – დავით სუხიშვილი ხელმძღვანელობს.

ახალგაზრდა მამაკაცის საძიებო სამუშაოები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, ყველა შესაბამის სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო. მდინარე რიონზე სპეციალური ღონისძიებები ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს". – წერია უწყების განცხადებაში. 

კომენტარები