სუეცის არხი

სუეცის არხის დასატოვებლად EVER GIVEN-მა $1-მილიარდიანი კომპენსაცია უნდა გადაიხადოს

Ever Given
ფოტო: Business Insider

სუეცის არხში გაჭედვისა და შეფერხების გამოწვევის გამო, სუეცის არხის ადმინისტრაცია მოითხოვს, რომ გემმა Ever Given ან მისმა მფლობელმა კომპანია Evergreen-მა ზარალის ანაზღაურებს მიზნით $1-მილიარდიანი კომპენსაცია გადაიხადოს. 

იმ შემთხვევაში, თუ კომპანია არ გადაიხდის კომპენსაციას, სუეცის არხის ადმინისტრაცია იმუქრება, რომ გემს არხის დატოვების ნებას არ მისცემენ. 

ადმინისტრაცია გაწეული სამუშაოების, მოხმარებული ტექნიკის, 800-მდე მუშისა და არხის დაზიანების ანაზღაურებას მოითხოვს. 

2021 წლის 23 მარტს 400-მეტრიანი ხომალდის გვერდულად გაჭედვამ სუეცის არხის პარალიზება და ერთგვარი საზღვაო საცობი გამოიწვია

ეკონომისტების ვარაუდით, შეფერხებული პროდუქტების ღირებულება საათში საშუალოდ 400 მილიონ დოლარით იზრდებოდა. 

30 მარტს კი გემი დაძრეს და არხი ნაწილობრივ გახსნეს, თუმცა Ever Given-ს სუეცის არხი ჯერაც არ დაუტოვებია. 
 

კომენტარები