სუეცის არხი

სუეცის არხში გაჭედილი გემი ადგილიდან დაძრეს

ხომალდი Ever Given
CNN

სუეცის არხში გაჭედილი ტვირთმზიდი ხომალდი Ever Given-ი ადგილიდან დაძრეს. 

უკვე რამდენიმე დღეა, რაც პატარა ზომის ხომალდებით Ever Given-ის ადგილიდან დაძვრას ცდილობდნენ. წინა ორი მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. მესამე მცდელობისას კი გემის ტვირთისგან დაცლა და მისი წონის შემცირება სცადეს, შემდეგ კი ბუქსირების მეშვეობით მისი დაძვრა შეძლეს.

სუეცის არხის ადმინისტრაციის განცხადებით, გემის მიმართულება 80%-ით გაასწორეს. კომპანია MarineTraffic-მა CNN-ს დაუდასტურა, რომ გემი ნაწილობრივ გაამოძრავეს, მაგრამ ხომალდმა რომ გაცუროს, ჯერ კიდევ საჭიროა დამატებითი სამუშაოები.

CNN-ის ცნობით, სუეცის არხი დღის ბოლომდე აბსოლუტურად გათავისუფლდება. 

გემი სუეცის არხში 23 მარტს გაიჭედა, რამაც მილიარდობით დოლარის ღირებულების პროდუქტის გადაადგილების შეფერხება გამოიწვია.

კომენტარები