სუეცის არხი

გემმა EVER GIVEN-მა გაცურა, სუეცის არხი გაიხსნა

სატვირთო ხომალდი Ever Given

სუეცის არხში გაჭედილი სატვირთო ხომალდი Ever Given-ი ადგილიდან დაძრეს, დამატებითი სამუშაოების შემდეგ კი გემმა საბოლოოდ გაცურა. სუეცის არხი გამვლელი ხომალდებისთვის კვლავ თავისუფალია.

სატვირთო ხომალდი Ever Given-ი ამჟამად სუეცის არხთან დაკავშირებული ერთ-ერთი დიდი ტბის პორტში დგას და მანამ, სანამ ის არხს დატოვებს, შემოწმებებს გადის.

უკვე რამდენიმე დღეა, რაც პატარა ზომის ხომალდებით Ever Given-ის ადგილიდან დაძვრას ცდილობდნენ. პირველი ორი მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. მესამე მცდელობისას კი გემის ტვირთისგან დაცლა და მისი წონის შემცირება სცადეს, შემდეგ კი ბუქსირების მეშვეობით მისი დაძვრა შეძლეს.

გემი სუეცის არხში 23 მარტს გაიჭედა, რამაც მილიარდობით დოლარის ღირებულების პროდუქტის გადაადგილების შეფერხება გამოიწვია.

კომენტარები