სუეცის არხი

სუეცის არხის საცობი დღიურად $5 მილიარდის პროდუქტების გადაზიდვას აფერხებს

ხომალდი Ever Given
CNN

სუეცის არხში 400-მეტრიანი ხომალდის გვერდულად გაჭედვამ არხის პარალიზება და ერთგვარი საზღვაო საცობი გამოიწვია

შეფერხებულ ხომალდებს შორის არიან ისეთი ტანკერები და ტვირთმზიდები, რომელთაც რამდენიმე მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქტები გადააქვთ, მათ შორის: ნავთობპროდუქტები, სამომხმარებლო ტექნიკა, საკვები პროდუქტები, ავტომობილები და სხვა. 

Lloyd’s List-ის გამოთვლებით, სუეცის არხის საცობი დღიურად 5 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქტების გადაზიდვას აფერხებს.  

224 000-ტონიანი ხომალდის გამოყვანას და არხის გახსნას უკვე რამდენიმე დღეა ცდილობენ, თუმცა ეს პროცესი, შესაძლოა, კიდევ რამდენიმე დღეს ან კვირასაც კი გაგრძელდეს. 

შეფერხებული პროდუქტების ღირებულება კი ყოველ საათში საშუალოდ 400 მილიონი დოლარით იზრდება.  

ანალიტიკოსების ვარაუდით, იმ შემთხვევაში, თუ არხის გახსნა უახლოეს დღეებში ვერ მოხერხდება, შესაძლოა, მსოფლიო მიწოდების ჯაჭვის კრიზისის წინაშე აღმოჩნდეს, რაც გარკვეული პროდუქტებზე დეფიციტის გაჩენასა და ფასების ზრდას გამოიწვევს. 

მიწოდების ჯაჭვის პრობლემას ჩინეთში არსებული კონტეინერების დეფიციტიც ამწვავებს. 

კომენტარები