კახა კალაძე

კახა კალაძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გადასამოწმებლად საზღვარგარეთ წავიდა

თბილისის მერი, კახა კალაძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გადასამოწმებლად საზღვარგარეთ წავიდა, თუმცა უცნობია, რომელ ქვეყანაში იმყოფება.

"მე უცხოეთში მომიწია გამგზავრება, რამდენიმე დღე არ ვიქნები თბილისში". – ამბობს კალაძე საკუთარ Facebook გვერდზე გავრცელებულ ვიდეოში.

ტაბულას  მერიაში უთხრეს, რომ კახა კალაძე ქვეყანაში მიმდინარე კვირის ბოლოს დაბრუნდება.

თბილისის მერს, იშემიური გენეზის კოხლეო-ვესტიბულური დისფუნქცია 28 მარტს დაუდასტურდა, ის მკურნალობის კურსს კლინიკაში გადიოდა. 

კომენტარები