კახა კალაძე

თბილისის მერია: კალაძეს იშემიური გენეზის კოხლეო-ვესტიბულური დისფუნქცია დაუდასტურდა

თბილისის მერია

თბილისის მერიის ინფორმაციით, ქალაქის მერს კახა კალაძეს დამატებითი სამედიცინო კვლევები ჩაუტარდა და აუდიოლოგიის ეროვნული ცენტრის ნეიროოტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ ეკატერინე ხარხელის მიერ მას დაუდგინდა საბოლოო დიაგნოზი - იშემიური გენეზის კოხლეო - ვესტიბულური დისფუნქცია.

მერიის ცნობით, დედაქალაქის მერი თავს უკეთ გრძნობს, მკურნალობის დინამიკა დადებითია და ის აგრძელებს მკურნალობას კლინიკაში, მუშაობს დისტანციურად და მალე დაუბრუნდება ჩვეულ რეჟიმს.

კომენტარები