ევროპული საქართველო

ბოკერია: საიდუმლო არ არის, რომ ევროპული საქართველო განსაკუთრებული თავდასხმის ობიექტი იყო

არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ევროპული საქართველო, ზოგიერთი ჩვენგანი განსაკუთრებით, მთლიანი ჩვენი გუნდი, განსაკუთრებული თავდასხმის ობიექტი იყო, არის და ალბათ, იქნება ამ ხელისუფლებისგან, ივანიშვილის რეჟიმისგან, მაგრამ არა მარტო მათგან. ეს ყველამ იცით. ცილისწამების ნიაღვარი, ფიზიკური ზეწოლა, განსაკუთრებული რესურსის დახარჯვა ჩვენი დისკრედიტაციის მცდელობაზე იყო, არის და სამწუხაროდ, გაგრძელდება. ჩვენ ეს არ გაგვჭირვებია ემოციურად, მაგრამ სწორედ ამის გამო ჩვენ ყველას გვმართებს გაასმაგება ძალისხმევის, რომ ჩვენი გზავნილი მივიტანოთ თითოეულ ოჯახში, რომ იმაზე ასჯერ უკეთ და მეტად ენერგიულად ვიმუშაოთ, რათა ყველას ავუხსნათ, რაში ვხედავთ გამოსავალს ამ ქვეყნის კრიზისიდან, როგორ უნდა წავიდეს ქვეყანა წინ...

თქვა გიგა ბოკერიამ ევროპული საქართველოს ყრილობაზე. დღეს, 10 მარტს, გიგა ბოკერია ევროპული საქართველოს თავმჯდომარედ აირჩიეს. პარტიის გენმდივანი აკაკი ბობოხიძე იქნება, ხოლო პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე – გიგი წერეთელი.

კომენტარები