ევროპული საქართველო

ევრ. საქართველოს გენმდივანი აკაკი ბობოხიძე იქნება, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე – გიგი წერეთელი

ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელი იქნება, ხოლო გენერალური მდივანი – აკაკი ბობოხიძე. მათი კანდიდატურები პარტიის ყრილობაზე წარადგინეს.

გარდა ამისა, ყრილობაზე ევროპული საქართველოს თავმჯდომარედ გიგა ბოკერია აირჩიეს.

ყრილობაზე დაამტკიცეს პარტიის წესდება, ასევე, ახალი პოლიტსაბჭო, რომლის შემადგენლობაც 2020 წლის არჩევნების შედეგების მიხედვით შეირჩა.

"ევროპული საქართველოს პოლიტიკური საბჭოს დაკომპლექტების წესი არის დაკავშირებული არჩევნების შედეგებთან. მიუხედავად იმისა, რომ ვიმყოფებით არაორდინარულ სიტუაციაში და არჩევნების შედეგები ჩვენთვის მიუღებელია, რეგიონებს შორის კონკურენციის დადგენისთვის ეს სრულიად საკმარისი პირობა იყო. ამიტომ პოლიტსაბჭო რეგიონების მიხედვით განაწილებული კვოვტების თანახმად შეივსო". - თქვა ლელა ქებურიამ.

პარტიაში დაამატეს საგარეო საქმეთა პოლიტიკური მდივანი და პოლიტიკურ საბჭოს ასარჩევად გიორგი კანდელაკის კანდიდატურა შესთავაზეს.

პარტიის თავმჯდომარის და გენერალური მდივნის თანამდებობები პარტიაში მას შემდეგ გათავისუფლდა, რაც დავით ბაქრაძემ და გიგი უგულავამ პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს. ევროპული საქართველო ასევე დატოვეს წევრებმა გოკა გაბაშვილმა, გივი თარგამაძემ და ლევან თარხნიშვილმა.

კომენტარები