ხაჭაპურის ინდექსი

ხაჭაპურის ინდექსი განახლდა – რა ჯდება ერთი იმერული ხაჭაპურის გამოცხობა მარტში

flickr.com

2021 წლის მარტის ბოლოს, იმერული ხაჭაპურის გამოცხობის ხარჯებმა, საშუალოდ, 4.61 ლარი შეადგინა.

ISET-PI-ის მიერ გაანგარიშებული ხაჭაპურის ინდექსი ეროვნული კერძის, იმერული ხაჭაპურის მომზადების ღირებულებას წარმოადგენს და ყოველთვიურად ქვეყნდება. 

ინსტიტუტის მიხედვით, ხაჭაპურის გამოცხობა წინა თვესთან(თებერვალი) შედარებით 1.7%-ით იაფი დაგიჯდებათ, მაგრამ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ინგრედიენტების ფასი 3.4%-ითაა გაზრდილი. 

კვლევითი ინსტიტუტის მიხედვით, იმერული ხაჭაპურის გამოცხობა ყველაზე იაფად – 4.49 ლარად – ქუთაისლებს შეუძლიათ. თბილისში ეროვნული კერძის მომზადების ფასი 4.87 ლარს უტოლდება, ბათუმში კი – 4.68-ს. 

შეგახსენებთ, რომ საქსტატის ინფორმაციით, 2021 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 4.2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 7.2 პროცენტი შეადგინა, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ხაჭაპურის ძირითადი ინგრედიენტები, რძე, ყველი და კვერცხი, წლიურ ჭრილში, 8.5%-ითაა გაზრდილი. 

კომენტარები