ვაქცინაცია

ცერცვაძე: პირველ 10 დღეში ვაქცინაცია ჩავარდა, ახლა გამოჩნდა ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველი

იყო ძალიან ცუდი სიტუაცია, ჩავარდნა პირდაპირ ვაქცინაციის თვალსაზრისით, პირველ 10 დღეში სულ 1 000 კაცი აიცრა, რაც არაფერია. ჩვენ მოზრდილი მოსახლეობის 60% აცრა გვაქვს სამიზნედ წლის ბოლომდე, მაგრამ ჩვენ ჩვენი სამიზნე გვაქვს დასახული, როდის აიცრება მოზრდილი მოსახლეობის 1%, ეს არის 28 000. ყველას გვაქვს ესეთი რწმენა, რომ 1 პროცენტიან ზღვარს თუ გადავლახავთ, ეს ნიშნავდეს იქნება, რომ მოსახლეობამ სკეპტიციზმი დაძლია და დაიძრა მასობრივი ვაქცინაცია. 

ჯერჯერობით, დაახლოებით 13 000 ადამიანია აცრილი. ეს ბევრად უკეთესია ვიდრე იყო პირველი 10 დღე, მაგრამ ასევე ბევრად ჩამორჩება იმ ტემპს, რომელიც გვჭირდება, რომ გავიდეთ წლის ბოლოს 60%-მდე. ჯერ ისევ გულის დაწყვეტა, იმედგაცრუება, რომ ხალხი არ აქტიურობს, მაგრამ გამოჩნდა ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველი...

ამბობს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე. 

კომენტარები