საქსტატის ვებგვერდზე უფრო ხშირად, სხვადასხვა მაღაზიაში და სუპერმარკეტში ვაკვირდები ფასებს და ნამდვილად ვეთანხმები [კრიტიკოსებს], რომ არ არის ბოლო პერიოდში სახარბიელო ვითარება. ზეთი არის თემა, თუმცა ზოგადად მინდა გითხრათ, რომ ძირითადად თუ დააკვირდებით, რამდენიმე რამე დაემთხვა ერთმანეთს, იმპორტულ ნაწარმზე ფასები გაიზარდა, ეს ლარის კურსთან არის დაკავშირებული. მეორე, სეზონური ფაქტორია, უნდა ითქვას ჩვენი სოფლის მეურნეობის და ამ ინდუსტრიის სასახელოდ, რომ ძირითადად ბოსტნეული, ხილი, კენკრა ჩვენ 100%-ით ვართ უზრუნველყოფილები, მაგრამ ახლა სეზონი არის, როდესაც თავდება იმპორტული, უნდა შემოვიდეს ადგილობრივი, ზოგადად ყოველთვის არის ამ დროს გაძვირებული ამ ტიპის ნაწარმი, ეს დროებითი ფაქტორია...
tbl.ge/5hx9
დაკოპირდა

თქვა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ, რუსთავი 2-ის ეთერში.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ბოლო 1 წელში ზეთი 35.8%-ით, შაქარი 13%-ით, პური კი – 7.7%-ით გაძვირდა.
ამავე თემაზე
- მოიჯარეთათვის სახნავი და სათიბი მიწების შესყიდვაზე შეზღუდვები იხსნება
- აშშ-ში ვაქცინაცია დაჩქარდება, IMF-ის მიხედვით ქვეყნის ეკონომიკური ზრდა რეკორდული იქნება
- IMF-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.3%-დან 3.5%-მდე შეამცირა
- როგორი უნდა ყოფილიყო საქართველო 2014 წლის სტრატეგიით და როგორი არის ის დღეს
- ბოლო ერთ წელში ჯანდაცვა 13.6%-ით გაძვირდა