ეკონომიკა

საქსტატი: მე-3 კვარტალში საშუალო ხელფასი 1 595 ლარამდე გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2022 წლის III კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.5%-ით გაიზარდა და 1 595 ლარი შეადგინა.

საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

  • ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 330 (2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 51.8%-ით);
  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 475 ლარი (გაიზარდა 10.7%-ით)
  • მშენებლობა - 2 305 ლარი (გაიზარდა 15.1%-ით)
  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 229 ლარი (გაიზარდა 11.3%-ით)

საქსტატის მიხედვითვე, კაცების ხელფასი ყველა პოზიციაზე აღემატება ქალების ხელფასს. 2022 წლის III კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 266 ლარით, ხოლო კაცების – 1 905 ლარით განისაზღვრა.

კომენტარები