ეკონომიკა

საქართველოში უმუშევრობის დონე 19%-ს შეადგენს, რაც გლობალურ მაჩვენებელზე სამჯერ მეტია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის IV კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4%-ით შემცირდა და 19 პროცენტი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს უმუშევრობის დონე თითქმის სამჯერ აჭარბებს უმუშევრობის გლობალურ მაჩვენებელს. გაეროს ინფორმაციით, გლობალური უმუშევრობის მაჩვენებელი 6.3 პროცენტს შეადგენს. 

სამუშაო ძალამ (ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ) შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის 51.2% შეადგინა.

დაქირავებულთა წილმა საერთო რაოდენობის 67.6% შეადგინა, თვითდასაქმებულთა კი - 32.4 პროცენტი. 

საქსტატის ცნობით, ქალაქში უმუშევრობის დონე 20.1%-ითა, ხოლო სოფლად უმუშევრობის მაჩვენებელი 17.4%-ს შეადგენს.

უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2021 წლის IV კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში შემცირებულია 1%-ით, ხოლო კაცებში - 1.7 პროცენტული პუნქტით. კაცებში უმუშევრობის დონე 20.6%-ს შეადგენს, ქალებში კი - 16.8 პროცენტს. 
 

კომენტარები