კორონავირუსი და შეზღუდვები

გაბუნია: შევეცდებით ეს და შემდეგი კვირა, ზომები, რაც არის, სხვა შეზღუდვების გარეშე აღსრულდეს

ეპიდემიის გავრცელების სურათი არის ცალსახა, ესაა კლასტერული გავრცელება, თუ საქმე გვაქვს დაუდგენელ კლასტერთან, ინდივიდუალურ გავრცელებასთან, აქ აშკარად იკვეთება უკვე ეპიდემიური სურათის გაუარესების ნიშნები, გამომდინარე აქედან, ჩვენ ეს 2-კვირიანი ინტერვალებით, როგორც ვაკვირდებით, ახლა უკვე ეპიდემიის სურათი მიდის იქითკენ, რომ დადებითობის მაჩვენებელმა მოიმატა.

ამ კვირის მანძილზე და შემდეგი კვირა კიდევ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ის ზომები, რაც არის დამატებითი შეზღუდვების გარეშე აღსრულდეს. შემდეგ, ბუნებრივია, მოგვიწევს ისევ ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე საუბარი, რამდენად საჭიროა ადგილობრივ დონეზე გარკვეული შეზღუდვები, თუნდაც, ლოკალიზაციის მიზნით, რომელიმე დასახლებულ პუნქტში რომ მოხდეს გარკვეული ლოკალური შეზღუდვა, მობილობის შემცირების სახით, აქ, მარტივად, მგზავრობის შეზღუდვაზე მაქვს საუბარი, მაგრამ, ჯერჯერობით, ასეთი მკაფიო ცხელი წერტილები, გარდა ერთეული კერებისა სადაც აქტიური ტესტირება მიმდინარეობს, ამ დროისთვის, ასე ცნობილი არაა...

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

კომენტარები