კახა კალაძე

"უკეთ ვარ, თუმცა სახლში უნდა გავაგრძელო მკურნალობა" – კალაძე კლინიკიდან გამოწერეს

მთავარი არხი

თბილისის მერი კახა კალაძე კლინიკიდან გამოწერეს. მისი თქმით, ის თავს უკეთესად გრძნობს. 

"უკეთესად ვგრძნობ თავს, თუმცა, გარკვეული დღეების განმავლობაში, სახლში უნდა გავაგრძელო მკურნალობა". - ამბობს კალაძე. 

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მეორედ ჩაშლილ მოლაპარაკებაზე, თბილისის მერი ამბობს, რომ პოლიტიკურ საკითხებს ბოლო რამდენიმე დღე მოწყვეტილი იყო.

"ცოტა დრო რომ მომცეთ, იმიტომ, რომ გამოთიშული ვიყავი ყველაფერს, ამიტომ გამიჭირდება კომენტარის გაკეთება". - ამბობს კალაძე. 

თბილისის მერს, იშემიური გენეზის კოხლეო - ვესტიბულური დისფუნქცია 28 მარტს დაუდასტურდა, ის მკურნალობის კურსს კლინიკაში გადიოდა. 

კომენტარები