პოლიტიკური კრიზისი

მდინარაძე: დომბროვსკისის განცხადება დახმარების პირობაზე არ წამიკითხავს

მე არ ვიცი ეს განცხადება და როცა წავიკითხავ... არა, აქ ვერ წამიკითხავთ ამის დრო ჩვენ არ გვაქვს.

ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ტაბულას ჟურნალისტის კითხვას ასე პასუხობს. კითხვა ეხებოდა იმ საკითხს, რომ მაშინ, როდესაც ქართული ოცნება ამბობს, რომ ევროპარლამენტარების განცხადება ცალკეული ევროპარლამენტარების განცხადებაა და არა ევროკავშირის, ცოტა ხნით ადრე ევროკავშირის აღმასრულებელი ვიცეპრეზიდენტი, ვალდის დომბროვსკისი წერდა დახმარებისთვის წინაპირობებზე.

1-ელ აპრილს ევროპარლამენტარებმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც ისინი წერენ, რომ ევროპარლამენტი საქართველოსთვის მაკროფინანსური დახმარების შეჩერებას მოითხოვს.

კომენტარები